Google+

რელიზები

30.10.2013
საქართველოს პრეზიდენტი კონრად ადენაუერის ფონდის  კონფერენციას დაესწრო

 

საქართველოს პრეზიდენტი კონრად ადენაუერის ფონდის  მიწვევით, ბრიუსელში გამართულ კონფერენციას დაესწრო. ფონდის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში     მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყნის  დიპლომატები, ექსპერტები, პოლიტოლოგები და მედიის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას . ქვეყნის პირველი პირი დამსწრე საზოგადოებას  ფონდის თავჯდომარემ სტეფან გეჰროლდმა   წარუდგინა. თავის მიმართვაში მან მიხეილ სააკაშვილი როგორც პროგრესული , პროდემოკრატი და რეფორმატორი ლიდერი დააახასიათა, რომელიც ხალხმა  ამ ღირებულებების გამო ქვეყნის პრეზიდენტად ორი ვადით აირჩია. „მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური კარიერა დეპუტატობიდან დაიწყო, ის იყო  საქართველოს პარლამენტის წევრი 1995–2000 წლებში. 2000 წელს მიხეილ სააკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე–პრეზიდენტი და საქართველოს იუსტიციის მინისტრი გახდა. ამ პოსტზე ყოფნისას, მან წამოიწყო რეფორმები სისხლის სამართლისა და სასამართლო სისტემაში. 2002 წლის ოქტომბერში, დააფუძნა ოპოზიციური პარტია–ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მისი თავმჯდომარე გახდა. საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალურმა მოძრაობამ ხმების დაახლოებით 66 პროცენტი მოაგროვა და საკანონმდებლო უმრავლესობაც მოიპოვა. ამ წლებში მიხეილ სააკაშვილი პროდემოკრატი და პროგრესული პოლიტიკოსი გახდა და 2004 წლის იანვარში ის პრეზიდენტად აირჩიეს. 2008 წელსკ ი ამ პოსტზე მეორე ვადით იქნა არჩეული. მიხეილ სააკაშვილი გახლავთ ორი პრესტიჟული პრემიის ლაურეატი, რომელიც მას დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებისთვის მიენიჭა. 2005 წელს ჰილარი კლინტონმა და ჯონ მაკკეინმა ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. ბატონო პრეზიდენტო დიდი პატივია თქვენი აქ სტუმრობა“, - განაცხადა სტეფან გეჰროლდმა.

ქვეყნის პირველი პირი დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგა. მიხეილ სააკაშვილმა  ჩატარებულ არჩევნებსა და მისი მართველობის პერიოდში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეული  შედეგების მნიშვნელობაზე  ისაუბრა. მოგვიანებით, ოფიციალური ვახშამი გაიმართა, სადაც  ექსპერტებსა და  დიპლომატებს  პრეზიდენტისთვის შეკითხვების დასმის საშუალება მიეცათ. 

 მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ შევეცადეთ საქართველო შეგვეცვალა. დიდი ამბიცია არ გვქონია. საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელიც თავის გადარჩენას ცდილობდა რთულ გეოგრაფიულ გარემოში. საქართველოს შეცლით ჩვენ შევცვალეთ მთელი პოსტსაბჭოთა სამყარო. ჩვენ შევქმენით ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების კოჰაბიტაციური პრეცენდენტი და პირადად გადავეცი ჩემი უფლებამოსილება მთავრობას, რადგან არჩევნების შემდეგ მათ უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა. გარდა ამისა ჩვენ, პირველად შევქმენით პრეცედენტი, რომ ყოფილი მმართველი პარტია არ გაუჩინარებულა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ასობით წევრი დაიკითხა და პროკურატურაში საქმეები აღძრული. ჩვენ ჩავატარეთ საპრეზიდენტო არჩევენები და ჩვენი კანდიდატი მეორე ადგილზე გავიდა. ვფიქრობ, რომ ეს პრეცედენტები უნდა შენარჩუნდეს. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)