Google+

რელიზები

22.10.2013
საქართველოს პრეზიდენტი: ზურაბ ჟვანია იყო დიდი პოლიტიკოსი, რომელი დიდი პოლიტიკოსია მისი ძმა?!

საქართველოს პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან, მიხეილ სააკაშვილის თქმით, „მითიურ“ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით გააკეთა. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, გიორგი ჟვანია ბიძინა ივანიშვილმა გვერდით სწორედ იმის გამო დაიყენა, რომ ზურაბ ჟვანიას საქმე სათავისოდ გამოეყენებინა.

„გუშინ მოვისმინე პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის თავდასხმები ჩემზე, რაღაც მითიურ შეთითხნილ სისხლისსამართლებლივ საქმესთან დაკავშირებით. ამდენი ხანია თავს ვიკავებ პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის დახასიათებისგან, რადგან, სხვა თუ არაფერი, ეს ქართველი ხალხის არჩეული მთავრობაა და მის არჩევანს უნდა ვცეთ პატივი... ქართველი ხალხი სწავლობს გამოცდილებაზე. საზოგადოებამ მათ გაჭირვებისა და პრობლემების გამო მისცა ხმა, იმ იმედით, რომ უკეთესობისკენ შეცვლიდნენ რამეს. ჭორები რომ ვინმეს რამედ ნდომოდა, ასავალ-დასავლის მთავარ რედაქტორს აირჩევდა საქართველოს პრემიერ-მინისტრადაც და პრეზიდენტადაც... ნუთუ ვერ ხვდებით, რატომ არის არჩევნების წინ წამოწეული ჟვანიას ისტორია? როგორ შეიძლება ყველა ოლიგარქს გიორგი ჟვანია ჰყავდეს გვერდით? პატარკაციშვილსაც ჰყავდა, ივანიშვილმა კი საპარლამენტო სიაში ჩაწერა. რომელი დიდი პოლიტიკოსი ჟვანიას ძმაა?! ზურაბ ჟვანია დიდი პოლიტიკოსი იყო, მისი ძმა ვინაა?!“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე შეფასებით, ზურაბ ჟვანიას ისტორიის წამოწევით „ის ადამიანი, რომელმაც საპარლამენტო არჩევნების წინ ე.წ. კომპრომატებით მთელი საქართველო მოატყუა და ქართველ ხალხს კი ვერც ერთი დაპირება ვერ შეუსრულა, ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს“.

„გინდათ დღეს ერთი თემა მოიფიქრეთ, ხვალ მეორე, ზეგ მესამე და მერე კიდევ მეოთხე. ფაქტია, რომ საქართველო შენდებოდა. საბოლოოდ, ქართველი ხალხი დასვამს შეკითხვას - რატომ შეაჩერეთ შენება?“ - დასძინა მან. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)