რელიზები
16.06.2013
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იტალიის რესპუბლიკაში დაიწყო
რომში დღეს იხსნება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის მსოფლიო ორგანიზაციის 38-ე საერთაშორისო კონფერენცია. მასში მონაწილეობის მისაღებად იტალიის დედაქალაქში საქართველოს პრეზიდენტი იმყოფება. კონფერენციის გახსნამდე მიხეილ სააკაშვილი პირისპირ შეხვდა FAO-ს გენერალურ მდივანს ჟოზე გრაციანო დასილვას. დღესვე მიხეილ სააკაშვილი, FAO-ს გენერალური მდივანის სახელით გამართულ ოფიციალურ სადილზე იმყოფებოდა, სადაც კონფერენციაში მონაწილე ქვეყნების ლიდერებს შეხვდა,მათ შორის პანამის პრეზიდენტს.