Google+

რელიზები

15.04.2013
საქართველოს პრეზიდენტმა უმცროსი სერჟანტს გიორგი ანწუხელიძეს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

საქართველოს პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გიორგი ანწუხელიძე სიკვდილის შემდეგ ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა. ჯილდო მიხეილ სააკაშვილმა   გიორგის მეუღლეს მაკა ჩიკვილაძეს გადასცა. როგორც ქვეყნის უმაღლემა მთავარსარდალმა განაცხადა, სწორედ გიორგის და მისნაირი გმირების დამსახურებაა ის, რომ აგვისტოს დღეებში ქართული სახელმწიფოებრიობა გადარჩა.   

უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ცხინვალში ტყვეობაში გარდაიცვალა. მას მინიჭებული აქვს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი.

გიორგი ანწუხელიძე 1984 წლის 18 აგვისტოს ახმეტის რაიონის სოფელ ალვანში დაიბადა. იყო მეტყვიამფრქვევის თანაშემწე. ჰყავს მეუღლე მაკა ჩიკვილაძე და ორი შვილი - ლევან და ანა ანწუხელიძეები.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)