Google+

რელიზები

12.04.2013
მიხეილ სააკაშვილი: რუსეთს ოკუპაციის შენარჩუნების შანსი არ აქვს, თუ ამას ქართველების ხელით არ გააკეთებს

ჩვენ უკვე შევეჩვიეთ ერთი და იგივე სურათს, როდესაც გამოდის საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ამბობს რაღაც უცნაურს - აბსოლუტურად მიუღებელს. შემდეგ ჩნდებიან მისი მრჩევლები და განმარტებას მოაყოლებენ, თუ რას გულისხმობდა პრემიერ-მინისტრი. როდესაც ეს შიდა სისულელეებს ეხება, ამაზე კომენტარს არასდროს არ ვაკეთებ და, შეიძლება, საერთოდ არ მივაქციო ყურადღება, მაგრამ ეს არ არის საბავშვო ბაღი. ის, რაც მან ამ ორი დღის წინათ თქვა, იყო საქართველოს ფუნდამენტური საკითხების გადახედვა. მან განაცხადა ზუსტად ის, რასაც მთელი ამ წლების განმავლობას აცხადებს რუსეთი. ამ ქვეყანას არასდროს უთქვამს, რომ მას საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ის ამბობდა, რომ საზღვარი გადმოკვეთა მას შემდეგ, რაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა იმოქმედა. არადა ყველამ - ტალიავინის კომისიით დაწყებული, საერთაშორისო ორგანიზაციებით დამთავრებული, თქვა, რომ რუსეთი შემოსული იყო და საქართველო იძულებული გახდა ეპასუხა. რუსეთი ყველამ ოკუპანტად და აგრესორად გამოაცხადა. ასე რომ, მან პირველად, გარდა ჰუგო ჩავესისა, პუტინისა და მედვედევისა, კიდევ დაადასტურა მსოფლიოში ის, რასაც მთელი ეს წლებია რუსები ამბობდნენ. ეს ასე და თავს ვერ გავისულელებთ. 

ბოლო 48 საათის განმავლობაში რუსეთის მთავარ საინფორმაციო საშუალებებში ღრიანცელი და აჟიოტაჟია ატეხილი, ნამდვილი ზეიმია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ ეს საბოლოოდ აღიარა. ახლა გინდა განმარტებები მიეცი და გინდა 50 გვერდიანი გადათქმები აკეთე - სიტყვა უკვე მოედო მთელ მსოფლიოს,  მათ შორის, სრული გაუგებრობა და სკანდალია ამ თემის ირგვლივ აქ, პოლონეთშიც. ეს ერთი.

მეორე, საქართველომ იმ ომში შეძლო გადაერჩინა მთავარი რამ. დღეს თქვენ ნახეთ, კაჩინსკის ძმა ყვებოდა, როგორ მოდიოდნენ  რუსები თბილისისკენ, ჩვენ გადავარჩინეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი დამოუკიდებლობა. მართალია რუსეთმა მოახდინა ოკუპაცია დამატებით იმისა, რასაც აკონტროლებდა - რამდენიმე ათეული სოფლის...

მაგრამ ჩვენ გავარჩიეთ მთავარი რამ, რისთვისაც მოდიოდა რუსეთი. რუსეთს ოკუპაციის შენარჩუნების არანაირი შანსი არ აქვს, თუ ამას ქართველების ხელით არ გააკეთებს. სწორედ აქ მარხია ძაღლის თავი.

მთელი ეს წლებია, რუსები ამ ომზე გამოძიების დაწყებას და საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობის - ჩემი და სხვების პასუხისგებაში მიცემას ითხოვდნენ. დღეს ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. ნახევარი მილიონი ჩვენი თანამემამულე საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდება. მინდა ვიკითხო, როდესაც მთელმა მსოფლიომ ყველაფერი დაადგინა, დეკლარაციები და რეზოლუციები მიიღო, როდესაც აღიარების პროცესი რუსეთს ბოლომდე გავუჭედეთ, რა ფუნქციას ემსახურება გამოძიების დაწყება, რასაც მხოლოდ ერთი სუბიექტი - რუსეთის ფედერაცია ითხოვდა? ამის შედეგი იქნება მხოლოდ ერთი - რუსეთის საქმე გაკეთდება.

წყალსაც წავუღივარ მეც და საქართველოს სხვა ხელმძღვანელობაც - ეს ხომ საქართველოს სუვერენიტეტს დაარტყამს პირდაპირ? ჩვენ მართლაც მივიღებთ იმას, რასაც რუსეთმა ვერ მიაღწია ემბარგოებით, სხვადახვა პროვოკაციებითა და, საბოლოოდ, ომით...

რუსეთი  საქართველოს ოკუპაციის იურიდიულ დაკანონებას  ვერასდროს ვერ მიაღწევს, თუ ამას ქართველების ხელით არ გააკეთებს. ეს არის თავიდან ბოლომდე რუსული თამაში. არა მხოლოდ მე არ მივიღებ მონაწილეობას ასეთ გამოძიებაში, არამედ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ისტორიისა და ქართველი ხალხის წინაშე, ისევე როგორც, საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე - ვერც ერთი ქართველი პარტრიოტი ვერ მიიღებს მონაწილეობას ასეთ გამოძიებაში. ეს გამოძიება არის რუსული თამაში, რუსეთის დაკრულზე ცეკვა. ეს, ალბათ, რაღაც გარიგებაა, რაზეც, სავარაუდოდ, იყო საუბარი. არ ვიცი, დეტალებს ვერ შევეხები, მაგრამ ვლაპარაკობ იმას, რასაც ვხედავ.  ვხედავ იმას, რომ  საკუთარი ხელით აკეთებენ  რუსეთის საქმეს. ის, რაც 2008 წელს მათ ვერ გააკეთეს, ახლა სურთ ქართველების ხელით გააკეთონ. ამიტომ, ვისაც საქართველო უყვარს, ამას სათოფეზე არ გაეკარება. უფრო მეტიც, ყველა პასუხს აგებს, ვინც ამას მომავალში გააკეთებს, რადგან საქართველო გადარჩება, საქართველო გაძლიერდება, საქართველო მოახდენს დეოკუპაციას, საქართველო საბოლოოდ გათავისუფლდება და საქართველო ყველას მიუჩენს ადგილს.

საქართველოს ვერავინ ჩამოწერს და ვერავინ ვერ გაწევს მსოფლიო რუქიდან. ბოლო წლების განმავლობაში იმდენი ვიმუშავეთ, რომ მსოფლიო რუქაზე დავმკვიდრდით. მთავრობები მიდის და მოდის, მათ შეუძლიათ ბევრი რამ დააშავონ, მაგრამ ხელები შორს მთავარი საკითხებიდან - თავისუფლება, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა!

ამ თემაზე ჩვენი ბრძოლა სრულიად შეურიგებელი და უკომპრომისო იქნება.

ჩემი სოცოცხლე საქართველოს ეკუთვნის და ნამდვილად არ ვაპირებ, პუტინმა გამარჯვება მოიპოვოს საქართველოში, მათ შორის, 2008 წელს დაღუპული ბიჭების სისხლის ფასად!



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)