Google+

რელიზები

22.02.2013
მიხეილ სააკაშვილი: „ახლა აღარც გზატკეცილია და აღარც სოციალური დახმარება“...

საქართველოს პრეზიდენტმა რუსთავში დღეს სოციალურად დაუცველ ოჯახები მოინახულა.  მიხეილ სააკაშვილი რობიტაშვილების რვასულიან ოჯახს სტუმრობდა, რომელსაც სოციალური დახმარება იმ მიზეზით მოეხსნა, რომ მისი მეუღლე საგზაო სამუშაოებზე სამი კვირის განმავლობაში მუშაობდა. ქვეყნის პირველი პირი მათი საყოფაცხოვრებო პირობებით დაინტერესდა და იმ პრობლემებს გაეცნო,  რომელთა წინაშეც ოჯახი დგას. რობიტაშვილების ოჯახში 6 მცირეწლოვანი ბავშვია, რომელთაგან ერთ-ერთს ჯანმრთელობის პრობლემაც აქვს. ისინი ამჟამად ნათესავის ბინაში ცხოვრობენ. როგორც პრეზიდენტმა საუბრისას აღნიშნა, ოჯახს იგი საპრეზიდენტო ფონდიდან დაეხმარება.

დღესვე მიხეილ სააკაშვილი ალიევების შვიდსულიან ოჯახშიც იმყოფებოდა. სოციალური  დახმარება ამ ოჯახსაც იმ მოტივით მოუხსნეს, რომ ოჯახის ერთ-ერთი წევრი მეეზოვედ არის დასაქმებული. პრეზიდენტმა ქალბატონს პირადად გადაუხადა მადლობა იმ საქმიანობისთვის, რომელსაც იგი ქალაქისთვის ეწევა.  

მთავრობის წარმომადგენლებს ქვეყნის პირველმა პირმა მოუწოდა, მსგავსი ოჯახების მდგომარეობით დაინტერესდნენ და პირადად გაეცნონ მათ პრობლემებს.  

„მინდა მივმართო საქართველოს მთავრობას, რომელიც მოვიდა იმ ლოზუნგით, რომ უნდა დაეხმაროს სოციალურად გაჭირვებულებს. ისინი ამბობდნენ, რომ მანამდე ფული თურმე გზატკეცილებში იხარჯებოდა, იმ გზატკეცილებში, რომელთა მშენებლობაზეც ეს ადამიანი საქმდებოდა. მათ თქვეს, რომ ეს ფული უნდა დაეხარჯათ ამ ხალხზე, მაგრამ ახლა აღარც გზატკეცილია და აღარც სოციალური დახმარება... ამას კონკრეტული, აი, ამ ოჯახების მაგალითზე ვამბობ და არ არის ვინმეს პროპაგანდა. არ ვისურვებდი, რომ ეს ოჯახი ასეთ მდგომარეობაში იყოს და იმასაც ვამბობ, რომ მაშინ, როდესაც ხალხს სახლ-კარი არ აქვს, არავითარი დახმარება არ არის საკმარისი. ამ შემწეობის წართმევა კი, უკვე ყველა ზღვარს ცდება. ამ ხალხს უნდა ჰქონდეს დახმარება და ეს არ არის პოლიტიკური საკითხი - ეს საერთო ეროვნული საკითხია. ამ კონკრეტულ ოჯახს ჩვენ პრეზიდენტის ფონდიდან დავეხმარებით, მაგრამ ასეთი ოჯახები საქართველოში ბევრია. სოციალურად დაუცველთა სიიდან, მინიმუმ, 11 ათასი ოჯახია ამოღებული და ვარაუდობენ, რომ კიდევ 25 ათასამდე ოჯახს ამოიღებენ. მე მოვუწოდებ მთავრობას, იარონ ასეთ ხალხთან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მათთან სტუმრობისას.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)