Google+

რელიზები

21.02.2013
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადება

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი დღეს პრეზიდენტის ღია წერილთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის  თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა:

„ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა დავიცვათ  კონსტიტუცია და  გავმართოთ დიალოგი საქართველოს პარლამენტში. დიალოგი არის საუბარი მხარეეებს შორის, პრეზიდენტს სურს თავადაც ისაუბროს და  მოისმინოს პარლამენტის  წევრთა მოსაზრებები, მათი საპასუხო არგუმენტები. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის გაუგებარია - თუ პრეზიდენტს არ ეძლევა სიტყვით გამოსვლის საშულება, თუ პარლამენტს საუბარიც არ სურს – როგორ შედგება დიალოგი? პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვების მიღმა, სამწუხაროდ, იკვეთება ერთადერთი რამ - უარი დიალოგს. იმედს გამოვთქვამთ, რომ პარლამენტი დაუბრუნდება ამ საკითხს და კონსტიტუციის შესაბამისად, საშულებას მისცემს საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის ტრიბუნიდან  მიმართოს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო  ორგანოსა და საზოგადოებას“, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)