Google+

რელიზები

14.02.2013
საქართველოს პრეზიდენტი: დაუშვებელია, დავკარგოთ ევროპულ სახლში შესვლის შესაძლებლობა და უფრო უსაფრთხო და დაცული მომავალი

ამ დღეებში თბილისში ჩამოსულია ევროპის პარლამენტის ყველაზე დიდი ჯგუფის -  ევროპის სახალხო პარტიის დელეგაცია და ჩვენ ვნახეთ მათი განცხადება.

მათ შეუძლიათ ევროპარლამენტში ნებისმიერი გადაწყვეტილება დაბლოკონ და უკვე გამოაცხადეს კიდეც, რომ თუ ასე გაგრძელდა, საქართველო ვილნიუსის სამიტზე ე.ი წელს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ვერ მიიღებს.

ჩემი მთავრობა მთელი ამ წლების განმავლობაში ძალიან ინტენსიურად მუშაობდა ამ მიმართულებით და მიზანს მაქსიმალურად მივუახლოვდით კიდეც. 8 წლის წინათ საქართველო არც იყო ევროპის რუკაზე.

ამ 8 წლის ინტენსიური მუშაობის შედეგად, რეფორმების შედეგად, იმის შედეგად, რომ ევროკავშირმა საქართველო ევროპის ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ და კრიმინალიზებულ ქვეყნად აღიარა, ნახა ის ბევრი წარმატება, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია, უკვე წელს ვილნიუსში ასოცირებული წევრობის ხელშეკრულება უნდა გაგვეფრომებინა.

ამ ბოლო პერიოდში საქართველოს შიგნით განვითრებულმა მოვლენებმა, ამ განცხადების თანახმად, ყოველივე ეს დარტყმის ქვეშ დააყენა და იმის დანგრევა, რასაც ჩვენ ამ წლების განმავლობაში ვაშენებდით, ჩემთვის ძალიან მძიმეა.  

არ შეიძლება ეს ვინმეს უხაროდეს იქმება ეს ოპოზიცია თუ მთავრობას.

ქვეყნისთვის ეს არის ძალიან მძიმე დარტყმა, რადგან თუკი ევროპა ასე გვკრავს ხელს, მაშინ  ადვილი ლუკმა გავხდებით მხოლოდ ერთი მეზობლისთვის და ყველა ჩვენი დეკლარაცია აზრს დაკარგავს.  

ამიტომ უნდა გამოვფხიზლდეთ და ეჭვქვეშ არ უნდა დავაყენოთ ამ პარტიის შესაძლებლობები. ეს არის პარტია, რომელსაც მართლაც შეუძლია დაბლოკოს ის, რასაც აქამდე მივაღწიეთ.

უნდა გამოვიღვიძოთ, მივხვდეთ, რომ ზოგიერთი რამ გამოსასწორებელია, დავსხდეთ ყველანი ერთად და გამოვასწოროთ.

არ შეიძლება ქვეყანას დღეს ისეთი საფრთხე შევუქმნათ, რომ ამ მატარებელმა ჩაიაროს, ხოლო შემდეგი მრავალი წლის განმავლობაში აღარ გამოჩნდეს. დაუშვებელია, რომ დავკარგოთ ევროპულ სახლში შესვლის შესაძლებლობა და ამასთან ერთად უფრო უსაფრთხო და დაცული მომავალი.

ამით მე, რა თქმა უნდა, შეშფოთებული ვარ.

მზად ვარ მთავრობას ამ თემებზე ველაპარაკო. ასე ხელაღებით, არავინ არ უნდა თქვას: დიდი ამბავიო... ასე არ შეიძლება.

ეს მართლაც დიდი და მართლაც ძალზე პრობლემური ამბავია და პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ იმისთვის, რომ ამ ამბავს გაგრძელება არ მოყვეს, თორემ, საბოლოოდ, ისევ საქართველო წააგებს და ამით არც რომელიმე ჩვენგანი დარჩება მოგებული. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)