რელიზები
21.01.2013
საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვა.
დღეს საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვა. გამომსვლელთა შორის ასევე არიან ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე და იტალიის იუსტიციის მინისტრი პაოლას ევერინო.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ჟან-კლოდ მინიონთან, ევროპის საბჭოს უფლებათა დაცვის კომისართან ნილს მუზნიეკსთან და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიონ იაგლანთან.
ასევე დაგეგმილია ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის რამდენიმე შეხვედრა. მიხეილ სააკაშვილი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს პრეზიდენტს დინ სპილმანს შეხვდება.
სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.