რელიზები
28.12.2012
საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო განცხადება
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა. მიხილ სააკაშვილმა იმ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც პარლამენტის მიერ კანონპროექტზე ამნისტიის შესახებ ვეტოს დაძლევის თემას უკავშირდება.
ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, რომ ამ ქმედებით საქართველოს პარლამენტმა ფუნდამენტურად ანტისახელმწიფოებრივ და საშიშ აქტზე აიღო პასუხისმგებლობა და ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის რეპუტაცია საფრთხის წინაშე დააყენა. მისი თქმით, ამ აქტის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს სხვადასხვა უმძიმესი დანაშაულისთვის გასამართლებული პირები დატოვებენ, რაც წამახალისებელი ფაქტორი გახდება პოტენციური დამნაშავეებისთვის. ამნისტიის შესახებ კანონის მიღებას ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში მან სამარცხვინო ფაქტი უწოდა და აღნიშნა, რომ საზოგადოებრიობამ სათანადო დასკვნა უნდა გამოიტანოს.
მიხეილ სააკაშვილი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის დაკითხვის ფაქტსაც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში იმ ადამიანის დაბარება, რომელიც აჭარის გათავისუფლებისა და მისი აღორძინებისთვის ძალ-ღონეს არ იშურებდა, სამარცხვინო და გაუმართლებელია.