რელიზები
20.12.2012
საქართველოს პრეზიდენტი რუსთავის საკრებულოს წევრებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი რუსთავის საკრებულოს წევრებს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრისას, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია რუსთავში ყველა სოციალური პროექტის შეჩერება. მისი თქმით, რუსთავში დაწყებული ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონის განვითარებასა და რუსთაველების დასაქმებას ემსახურებოდა. საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის სახელმწიფო ინსტიტუტების როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენები სხვა არაფერია თუ არა ამ ინსტიტუტებზე ზეწოლა.
„მაინც მივაღწევთ იმას, რომ საქართველოში აღდგეს კანონიერება და წესრიგი, ცხოვრება გაგრძელდება კონსტიტუციის პრინციპებით და ადამიანის უფლებები იყოს დაცული“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.