Google+

რელიზები

12.11.2012
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი პრაღაში დღეს დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. პლენარული სხდომა პრაღის კონგრესცენტრში იმართება, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვა. პრეზიდენტის გამოსვლა თბილისის დროით 3 საათზეა დაგეგმილი.

საქართველოს  პრეზიდენტი უკვე შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას. მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ორი ქვეყნის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, ევროსტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივები. შეხვედრას ქართული დელეგაციის წევრებიც ესწრებოდნენ.

ქვეყნის პირველი პირი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტის მილან შტეკისა და ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტის მიროსლავა ნემცოვას სახელით გამართულ მიღებას დაესწრო. მიხეილ სააკაშვილს პირადად დახვდა  ჰიუ ბეილი, რომელსაც დღეს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად აირჩევენ.

პრაღაში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან კარლ ლამერსთან და ევროსტრუქტურების სხვა წარმომადგენლებთან. ქვეყნის პირველი პირი საპარლამენტო ასამბლეაზე ნატო-ს გენერალური მდივნის პირადი მოწვევით გაემგზავრა. 

ჩეხეთის რესპუბლიკიდან საქართველოს პირველი პირი სამუშაო ვიზიტით ბელგიას ეწვევა, სადაც ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს. ბრიუსელში ქვეყნის პირველი პირი ევროპის საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპუისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა კარნეგის ცენტრში. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)