Google+

რელიზები

16.10.2012
საქართველოს პრეზიდენტი აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატობის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატობის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს შეხვდა.  მიხეილ სააკაშვილმა პარტიის ცხრაწლიანი მუშაობა შეაფასა და ყურადღება იმ მიზეზებზე გაამახვილა, რომლებმაც, მისი აზრით, არჩევნების შედეგების წინაპირობა გახდა. ქვეყნის პირველი პირი იმ პრობლემებსაც შეეხო, რომელთაც ნაკლები ყურადღება მიექცა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის განმარტებით, პარტია მზად არის ითანამშრომლოს ახალ მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობასთან ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყნის წინსვლას შეუწყობს ხელს.

„ვფიქრობ, ჩვენ რამდენიმე პრინციპული საკითხი გამოგვრჩა მხედველობიდან და არა მხოლოდ საარჩევნო კამპანიის დროს, არამედ ბოლო წლების განმავლობაში. პირველი - იმის მიუხედავად, რომ გვქონდა საბაბი გველაპარაკა თუ რა კეთდებოდა საქართველოში, ვსაუბრობდით მეტს, ვიდრე ვისმენდით პრობლემებს. მეორე პრობლემაა ის, რაზეც  საზოგადოებამ ასევე მოახდინა რეაგირება, რომ წარმოუდგენელი პროგრესის მიუხედავად, რომელსაც საქართველომ მიაღწია, ბევრად იმაზე მეტად ვიყავით ორიენტირებული ამ პროგრესზე, ვიდრე არსებულ პრობლემებზე. მესამე მთავარი პრობლემა, ვფიქრობ, იყო ის, რომ ჩვენ ძალიან სწრაფი რეფორმები განვახორციელეთ. მართალია, მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია ამ რეფორმებით, ამ რეფორმებმა საქართველო რეგიონის სანიმუშო ქვეყნად აქცია, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ იმაზე უფრო ჩქარა ვაკეთებდით რეფორმებს, ვიდრე ამისთვის საზოგადოება იყო მზად ფეხი აება მათთვის. ამ რეფორმების შედეგად, სამწუხაროდ, შეიქმნა შთაბეჭდილება და ნაწილობრივ რეალობაც, რომ რამდენიმე თაობა აღმოჩენილიყო ამ რეფორმების პროცესის მიღმა, რადგან ისინი ვერ აღიქვამდნენ თავს ამ პროცესის წაწილად. ეს არის სამი პრინციპული რამ. რა თქმა უნდა, ამ არჩევნებზე მთავარი საკითხი იყო ის, რომ საზოგადოებას მოუნდა რაღაც ახალი, გაყოლოდა კონკრეტულ დაპირებებს, მათ შორის, ძალიან ზოგადსაც. ჩვენ ერთი წუთითაც არ ვაპირებთ ხელის ჩაქნევას, ჩვენ ახლა ვართ ოპოზიციური ჯგუფი, რომელიც უნდა გადავიდეს ფუნდამენტურ ოპონირებაზე, თუმცა არა ქვეყნის მიმართ, არამედ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. თვალი უნდა მივადევნოთ პროცესებს და ქვეყნისთვის სასარგებლოდ ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ. ბერკეტი კი ბევრი გვაქვს იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვართ პარლამენტში, ჩვენი ხმა ისმის და ყოველთვის იქნება მნიშვნელოვანი. პარლამენტში შევიდა ორი დიდი პარტია, სხვა პარტიები არ არის წარმოდგენილი და ეს, თავისთავად, ნიშანდობლივი მომენტია იმისთვის, რომ ჩვენი შესაძლებლობა სწორად გამოვიყენოთ. ზუსტად ასეთივე მდგომარეობაა აჭარის უზენაეს საბჭოში. ჩვენ ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით უნდა ვითანამშრომლოთ, რომელიც კარგი და სასარგებლო იქნება ქვეყნისთვის, ხოლო პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით თვალი არ უნდა დავხუჭოთ და ხმა ავიმაღლოთ, თუმცა, ვფიქრობ, კონსტრუქციულად და საქმის მიმართ ორიენტირებული მიდგომით. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ვარდების რევოლუციის ბევრი მონაპოვარი, შესაძლოა, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდეს. მინდა ყველას დიდი მადლობა გითხრათ, გისურვოთ წარმატება იმ მნიშვნელოვან საქმიანობაში, რომელსაც აწარმოებთ აქ, ჩვენს ყველაზე საყვარელ ქალაქში იმ საინტერესო გარემოებაში, რომელშიც ყველანი ერთად აღმოვჩნდით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)