Google+

რელიზები

30.07.2012
საქართველოს პრეზიდენტი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და მათ მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოსახლეობის დასახმარებლად თავდაუზოგავად შრომობდნენ. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თითოეულ მათგანს პრეზიდენტის ინიცირებული მედალი გადაეცემა.

„მთელი საქართველოს სახელით, კახეთისა და კახელების სახელით, მსურს მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ გასაჭირს ჟამს, ომში თუ მშვიდობაში, ჩვენი ხალხის პირველი დამხმარე, თითოეული ადამიანის მხარში მდგომი, არის ჩვენი შეიარაღებული ძალები და თითოეული თქვენგანი. თუ დღეს საქართველო ფეხზე დგას, ეს თქვენი დამსახურებაა. ბოლოს, როდესაც კახეთს ამხელა სტიქიური უბედურება დაატყდა თავს და მატერიალური ზარალის თვალსაზრისით არ ჩამოუვარდებოდა იმ ზიანს, რომელიც მოგვაყენა 2008 წლის ფართომასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ, თქვენ რამდენიმე საათში გამოემართეთ კახეთისკენ, რათა გაგვეწმინდა გზები, მოგვეწესრიგებინა ინფრასტრუქტურა. რამდენიმე  ათასი სახლი მნიშვნელოვნად დაზიანდა, ათასობით ადამიანი ღია ცის ქვეშ დარჩა, განადგურდა ვენახების დიდი ნაწილი, მაგრამ სტიქიიდან რამდენიმე საათში დაიწყო აღდგენისა და აღმშენებლობის, სამუშაოები. საქართველოში მთავარი ფასეულობა არის ხალხის სოლიდარობა, ერთმანეთის მხარში დგომა და ეს არავინ არ იცის ისე კარგად, როგორც იციან კახელებმა, როგორც იცის თითოეულმა ჩვენგანმა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  

კახეთში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო თავდაცვის უწყების სხვადასხვა ქვედანაყოფის 2000-მდე წარმომადგენელი და მეოთხე და მეხუთე ქვეთი ბრიგადები, სამშენებლო ბრიგადა, საინჟინრო ბატალიონი, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის კადრირებული ბატალიონის პირადი შემადგენლობა და ათასზე მეტი რეზერვისტი, ასევე მობილიზებული იყო 200-მდე ერთეული სპეციალური და ავტოტექნიკა.

თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები და სამხედრო ტექნიკა ერთი კვირის განმავლობაში აქტიურად ეხმარებოდა კახეთის მოსახლეობას სტიქიის შედეგების დაძლევაში. თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, კახეთის მოსახლეობის დასახმარებლად, ასევე ამოქმედდა საველე ჰოსპიტალი. თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო პერსონალი დაზარალებულ მოსახლეობას მომსახურებას ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე უწევდა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)