Google+

რელიზები

24.07.2012
საქართველოს პრეზიდენტი ოზურგეთის ახალ კლინიკას ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტმა ოზურგეთში დღეს „ავერსის“კლინიკა დაათვალიერა, რომელიც რამდენიმე თვის წინათ გაიხსნა. მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო პერსონალსაც გაესაუბრა, ყურადღება მათ პირობებზე გაამახვილა და იმითაც დაინტერსდა, თუ რამდენად კმაყოფილია მოსახლეობა აქაური მომსახურებით. ქვეყნის პირველმა პირმა საავდმყოფოში 11 ახალშობილიც მოინახულა.

„გუშინ ჩემი მეგობარი შემხვდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ქუთაისის რეფერალურ ცენტრში ურთულესი ოპერაცია გაიკეთა და ახლა კარგად არის. აი, რამდენს მიაღწია რამდენიმე წელიწადში ქუთაისმა - ასეთი მომსახურება უნდა იყოს ყველა საავადმყოფოში. სადაზღვევო კომპანიებმაც სათანადოდ უნდა იმუშაონ და სწორად უნდა გადაანაწილონ თანხა. ამ საკითხთან დაკავშირებით, ისინი რამდენჯერმე შევკრიბეთ კიდეც. ამას გარდა, უმცროს სამედიცინო პერსონალს, მინიმუმ, უნდა გაუორმაგდეს ხელფასი. ეს ჩემი ღრმა რწმენაა, სხვაგვარად წარმოუდგენელია. ზოგიერთ ექიმს, ძალიან ძლიერ ქირურგს, მაგალითად, აქვს 7, 8 და 15 ათასი ლარი, მის გვერდით კი, მუშაობს ექთანი, რომელსაც ხელფასი 150 ლარი აქვს. ეს უსამართლობაა, რადგან გადანაწილება არათანაბრად ხდება. კლინიკებს სულ უფრო მეტი ხალხი აკითხავს და შემოსავალი თანაბრად უნდა გადანაწილდეს და მოგება უნდა შეაცირონ. იმაზე კი არ უნდა იფიქრონ, რომ სხვა ბიზნესები განავითარონ, უპირველესად, ისევ ამ ბიზნესში უნდა ჩადონ და ხალხს ხელფასი მისცენ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)