Google+

რელიზები

24.07.2012
საქართველოს პრეზდენტმა მოცვის სადემონსტრაციო ნაკვეთები მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ოზურგეთის რაიონს ესტუმრა და სოფელ ნარუჯაში  მოცვის სადემონსტრაციო ნაკვეთები მოინახულა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მსგავსი მეურნეობები სულ უფრო მეტად უნდა განვითარდეს, რადგან ეს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების საუკეთესო საშუალებაა. ქვეყნის პირველი პირის თქმით, ახალგაზრდები, რომლებსაც სოფლად დასაქმების პრობლემა აქვთ, სწორედ მსგავს მეურნეობებში უნდა დასაქმდნენ. პრეზიდენტის თქმით, ამისთვის აუცილებელია ყველამ გაიაროს გადამზადების კურსი, რისთვისაც სახელმწიფო ტექნიკურ სასწავლებლებსა და გადამზადების ცენტრებს საგანგებოდ ხსნის.  

„ერთია, რომ სოფლის მეურნეობა უნდა ავამოქმედოთ, ხოლო მეორეა ის, რომ ხალხი უნდა დავასაქმოთ. ოზურგეთში უკვე გვაქვს ტექნიკუმი, რომელშიც იმ პერსპექტიულმა ახალგაზრდებმა უნდა ისწავლონ, ვისაც დასაქმება სჭირდებათ. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა მივიდეთ მათთან, აღვწეროთ, წავიყვანოთ და ვასწავლოთ. რადგან ახლა სპეციალისტებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. მაგალითად, ბათუმში, რომელიც აქედან რამდენიმე ათეულ კილომეტრში მდებარეობს, უამრავი სამუშაო ადგილია, ასევეა ფოთში, სადაც დიდ პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ, ვიწყებთ ლაზიკის მშენებლობას... ყოველივე ამისთვის სპეციალისტები გვჭირდება, რადგან ყველაფერი ჩვენი ასაშენებელია. ხალხი კი თავიანთ სოფლებში წუხან, რომ სამუშაო ადგილები არ აქვთ, მაშინ, როდესაც ტექნიკუმიც გვაქვს, უამრავი სამუშაო შემოთავაზებაც, დაწყებულია დიდი პროექტების განხორციელება და ვიწყებთ ახალ პროექტებსაც, ვაშენებთ ჰესებს. დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის კავშირი დაკარგულია და ამ მიმართულებით ბევრად მეტი უნდა ვიმუშაოთ. მოცვის მეურნეობის განვითარება პერსპექტიული მიმართულებაა და კარგად იმუშავა სამეგრელოშიც და აჭარაშიც. როდესაც კახეთში მოსავალი გაგვინადგურდა, ვამბობდი, რომ ახალი ჯიშები გვჭირდება, რაც ძველ ჯიშებთან შედარებით, ბევრად მომგებიანი იქნება. ავიღოთ, თუნდაც, მანდარინი, რომლის ძველი ჯიშები მეცხრამეტე საუკუნეში ჩინელებმა ჩამოიტანეს და მას შემდეგ არ გაუმჯობესებულა. მას შემდეგ მსოფლიოში ყველაფერი შეიცვალა. ახლა ახალი შესაძლებლობა გვჭირდება და უნდა დავიწყოთ თანამედროვე ჯიშების შემოტანა, რათა მოსავალი ბევრად დიდი რაოდენობით მოვიდეს, მეტად გაიყიდის და უფრო დაცული იყოს კატაკლიზმებისგან. თქვენ ძალიან კარგ მაგალითს აძლევთ ხალხს“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა მათთან საუბრისას.

მოცვის პლანტაცია ნარუჯაში  15 ჰექტარზეა გაშენებული. სეზონურად აქ 15 ადგილობრივი საქმდება, რომელთა საშუალო ხელფასი 400 ლარია. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)