Google+

რელიზები

27.06.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში ევროკავშირის პირველ პირებთან გამართული შეხვედრის შედეგები შეაფასა

მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება ღრმა და ყოვლისცმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე, ასევე უვიზო მიმოსვლასთან დაწყებული   მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„ახლა საქართველოსთვის, ევოპასთან მიმართებაში, ძალზე მნიშვნელოვანი საკითხები წყდება, ეს ჩვენი ხალხისთვის  მნიშვნელოვანი და ისტორიული მომენტია. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში, 16-18 თვის განმავლობაში, მივიღებთ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს ევროპასთან. რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ათი ათასობით ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდება, განსაკუთრებით, წარმოების სფეროში. ამიტომ ჩვენი ეკონომიკისთვის და თითოეული ქართველის კეთილდღეობისთვის ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა მნიშვნელოვანი  საკითხია“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ქვეყნის პირველი პირი ევროპასთან უვიზო მიმოსვლის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.
„ყოველდღიური კონსულტაციების თემაა ასევე უვიზო მიმოსვლა, რაც დღევანდელ შეხვედრებზეც განვიხილეთ. საქართველოს უნდა ქონდეს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროპასთან. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჩვეულებრივი ქართული პასპორტით უნდა შეეძლოს უვიზოდ გადაადგილება ევროკავშირის მასშტაბით. ამ ორ საკითხზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც ერთი მხრივ, საქართველოს ინტეგრაცია ევროპაში ძალიან შეუქცევადი პროცესია. მეორე მხრივ კი, არჩევნების მოახლოებასთან ერთად არ წყდება იაფფასიანი მცდელობები - ერთი ქვეყნიდან შემოსული ფულით ცხვრებივით იყიდონ ჩვენი ხალხის ხმა, რაც სრული უპატივცემულობაა ჩვენი ხალხის არჩევანის მიმართ. ეს, რა თქმა უნდა, არა თუ მიუღებელია, არამედ, საერთოდ არაცივილიზებულია, განსაკუთრებით კი, ევროპული კრიტერიუმებით“, -აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა, რომელმაც კომენტარისას იმ ახალ სამთავრობო პროგრამაზეც გაამახვილა ყურადღება, რაზეც უკვე თვეებია აქტიურად მუშაობს ხელისუფლება.
„ევროპასთან მიმართებაში ჩვენ პოზიტიურ პროგრამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული. უახლოეს დღეებში საქართველოს მთავრობა გამოაცხადებს სამთავრობო პროგრამის ახალ ეტაპს, რომელიც უახლოეს თვეებსა და წლებს მოიცავს. პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულების გარდა, პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპასთან ურთიერთობების  მიმართულებასაც მოიცავს. ამიტომ ამ პროგრამის გამოცხადების წინაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ბრიუსელში ჩამოსვლა და ამ შეხვედრების გამართვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ქართველი ხალხის წინაშე, უახლოეს დღეებში წავრდგებით ჩვენი ახალი სამთავრობო პროგრამით“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)