Google+

რელიზები

30.05.2012
ანაკლიასა და იურმალას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა 

საქართველოს პრეზიდენტი საკურორტო ქალაქ იურმალაში იმყოფებოდა, სადაც დღეს იურმალასა და ანაკლიას შორის დაძმობილების მემორანდუმი გაფორმდა. როგორც იურმალას მერმა აღნიშნა, საქართველოსგან ბევრი რამ შეიძლება ისწავლო, რადგან ეს ძალიან სტუმართმოყვარე და თბილი ქვეყანაა. მისი თქმით, ანაკლიის განვითარება კიდევ უფრო გაზრდის მის ტურისტულ პოტენციალს. როგორც მან აღნიშნა, ლატვიელი ინვესტორები ანაკლიაში სასტუმროების მშენებლობით არიან დაინტერესებული.    

„დღეს ხელი მოეწერა მემორანდუმს თანამშრომლობის თაობაზე, რომელიც, რეალურად, ანაკლიასა და იურმალას დაძმობილებას შეეხება. ჩემთვის ეს საუკეთესო თარიღია. ორი წლის წინათ თითქმის არავინ არ იცოდა სად იყო ანაკლია არა მხოლოდ მსოფლიოში, არამედ საქართველოშიც. იურმალა მთელ მსოფლიოშია განთქმული. ამგვარად, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი მივიწყებული, ცოტა ხნის წინათ, პრაქტიკულკად, განადგურების პირას მყოფი ულამაზესი ადგილი არა მხოლოდ საერთაშორისო ურთიერთობის სუბიექტი ხდება, არამედ მკვიდრდება რუკაზე. აი, ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად აღიზიანებს ჩვენ არაკეთილმოსურნეებს. საქართველოში ბევრი საუკეთესო ადგილია, რომელსაც ნელ-ნელა იცნობს მსოფლიო. ეს ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ადგილს უჩნდება არაჩვეულებრივი პერსპექტივა მომავლისთვის და ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ იმაზე კარგად გავაკეთებთ ყველაფერს, ვიდრე აქ არის, ჩვენი ხალხი ბევრად მეტ შემოსავალს მიიღებს და, საერთოდ, ორ-სამ წელისწადში აქედან ივლიან ჩვენთნ“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 

გატის ტრუკსნისთან ერთად, მიხეილ სააკაშვილმა იურმალას ბულვარი დაათვალიერა და სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურას გაეცნო. მათ სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა განიხილეს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, დღევანდელი ხელშეკრულება კიდევ უფრო დიდ შესაძლებლობას უქმნის ახალ ქალაქს კიდევ უფრო მეტი ტურისტი მიიზიდოს, რაც, თავის მხრივ, დასაქმების პრობლემის გადაჭრასაც შეუწყობს ხელს. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)