Google+

რელიზები

23.04.2012
საქართველოს პრეზიდენტის ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაცია მიიღო, რომელიც საქართველოს ჩეხეთის სენატის თავმჯდომარის მილან შტეხის ხელმძღვანელობით ესტუმრა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის კიდევ უფრო განმტკიცებისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას და ყურადღება იმ რეფორმებზე  გაამახვილეს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით წარმატებით ხორციელდება. ჩეხი დეპუტატების თქმით, ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტუქტურებში. ჩეხეთის მხარე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებითაც დაინტერესდა და კიდევ ერთხელ გამოხატა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. საქართველოს პრეზიდენტმა სტუმრებთან რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზეც ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილმა ჩეხეთის სენატის წარმომადგენლებს საქართველოში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტებიც გააცნო.

„თბილისში იუსტიციის სახლს ვაშენებთ. საქართველოს მასშტაბით 20-მდე ასეთი სახლის აშენება იგეგმება. ამ სერვისცენტრის იდეა არის ის, რომ ნებისმიერმა მოქალაქემ სასურველი სახელმწიფო მომსახურება მიიღოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სერვისცენტრებში მომხმარებელს შეუძლია დაარეგისტრიროს ქონება, აიღოს პირადობის მოწმობა ან პასპორტი. თბილისის იუსტიციის სახლი ყოველდღიურად 20 ათასამდე ადამიანს მოემსახურება და ყველაზე დიდი მომსახურების ცენტრი იქნება რეგიონში. აქ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სერვისია და მაკდონალდის „მაკდრაივის“ მსგავსად, ამოქმედდება „ჯასთდრაივის“ სისტემაც, რომლის საშუალებით მომხმარებელს შეეძლება მისთვის სასურველი საბუთი მანქანიდან გადმოუსვლელად მიიღოს. იუსტიციის სახლში შეგიძლია ყავა და პასპორტი ერთდროულად შეუკვეთო და პასპორტიც იმავე სისწრაფით უნდა მოგიტანონ, რა დროც ყავის მოდუღებას დასჭირდება. თბილისის იუსტიციის სახლი სექტემბერში გაიხსნება“, - აღნიშნა მათთან საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა. 

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობი იყო. როგორც ქვეყნის პირველ პირს დელეგაციის წევრებმა განუცხადეს, ჩეხი ბიზნესმენები დაინტერესებული არიან საქართველოში ინვესტიციების ჩადებით.

ჩეხეთის სენატის დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)