Google+

რელიზები

17.04.2012
საქართველოს პრეზიდენტი მახათას მთაზე ახალი ტაძრის საძირკვლის კურთხევის ცერემონიალს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის საძირკვლის კურთხევის ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრო. მიხეილ სააკაშვილმა იქ შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ არსებული სიწმინდეების შენარჩუნება, დაცვა და აღდგენა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. მისი თქმით, ტაძრების მშენებლობასა და რეკონსტრუქციას, ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი მოხმარდა, რის შედეგადაც საქართველოს მასშტაბით უკვე რამდენიმე ასეული ტაძარი ამოქმედდა.  

„ქრისტიანობა არა მხოლოდ ჩვენი იდენტურობის ნაწილია, არამედ ჩვენი პასპორტი ევროპისა და  ცივილიზებული მსოფლიოსკენ. ეს არის ის, რითაც უნდა დავამტკიცოთ, რომ საქართველო არის ბოლომდე ევროპული, უძველესი ცივილიზაციის ქვეყანა და იმსახურებს, რომ იყოს თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ნაწილიც“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ მსოფლიოში არ მოიძებნება არც ერთი ქვეყანა, სადაც იმდენი ტაძარი შენდება, რამდენიც პატარა საქართველოში - „ეს არის ის, რითაც ჩვენმა თაობამ უნდა იამაყოს“.   

ქვეყნის პირველმა პირმა განსაკუთრებით აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის დამსახურება არა მარტო ქართული ეკლესიის, არამედ მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების წინაშე. 

ამას გარდა, მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ფონდის „ივერია“ დამფუძნებელს პაატა ბურჭულაძეს, რომლის ქველმოქმედება, პრეზიდენტის თქმით, გადამდები აღმოჩნდა და ტაძრის მშენებლობა სამოქალაქო მოძრაობად აქცია.  

 ქართველ ერს ტაძრის მშენებლობის დაწყება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მიულოცა. მან ყურადღება ტაძრის მშენებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა და მადლობა გადაუხადა მიხეილ სააკაშვილს, პაატა ბურჭულაძესა და ყველა იმ პირს, რომელიც ამ პროცესში იღებს მონაწილეობას.    

გახსნის ოფიციალური ცერემონია საკურთხევლის საძირკველში გაიმართა, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა, სიმბოლურად, ჩადო ქვა წარწერით: „ყოვლადწმიდა ღვთისმშობელო დაიფარე და გააერთიანე სრულიად საქართველო, ძალა ერთობაშია!“ 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)