Google+

რელიზები

13.03.2012
საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთის სენატის დელეგაცია მიიღო

მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში დღეს საფრანგეთის სენატის დელეგაცია მიიღო, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ფრანგი სენატორების სტუმრობის მიზანი თავდაცვის, ეკონომიკისა და სხვა სფეროებში განხორციელებული რეფორმების ადგილზე გაცნობაა. შეხვედრის მთავარი თემაც, სწორედ, საქართველოში განხორციელებული წარმატებული რეფორმები და ამ რეფორმების შედეგები იყო. ფრანგი სენატორები მოინახულებენ ოკუპაციის ხაზს, დევნილთა დასახლებას წეროვანში. სტუმრები რუსთავსაც ეწვევიან, სადაც  იუსტიციის სახლსა და პოლიციის განყოფილებას ნახავენ.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, თავდაცვის, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში.  

ფრანგულ დელეგაციას სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრი ჟან-მარი ბოკელი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ამავე კომიტეტის წევრი ჟან-მარკ პასტორი, სენატის კულტურისა და განათლების კომიტეტის წევრი სილვი ჟოი-შავენი და სოციალურ საქმეთა კომიტეტის წევრი მარი-ტერეზ ბრუგიერი.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)