Google+

რელიზები

29.12.2011
მიხეილ სააკაშვილმა ახალი სამთო-სათხილამურო კურორტი გომარდული გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მაღალმთიან აჭარაში ახალი სამთო-სათხილამურო კურორტი გომარდული გახსნა, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიციით აშენდა. ახალ კურორტზე უკვე მოეწყო 5 თანამედროვე სასტუმრო-კოტეჯი, რომელიც მზადაა პირველი დამსვენებლები მიიღოს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, გუდაურის და ბაკურიანის მსგავსად, ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სათხილამურო კურორტი გახდება, ამასთან გომარდულში იგეგმება საბაგირო გზის მშენებლობა და  სათხილამურო ტრასების რაოდენობის გაზრდაც.

„სხვა სათხილამურო კურორტებზე ახლა თოვლი არ არის, სამაგიეროდ აქ თოვს. ზემოთ,  გოდერძის უღელტეხილზე, სადაც დიდ სათხილამურო კურორტს ფრანგული საბაგიროებით ვაშენებთ, სამ მეტრიანი თოვლი დევს და საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ხიბლიც სწორედ ეს არის. აჭარის მაღალმთიანეთი, რომელიც უგზოობის გამო, ყოველთვის სოციალური უბედურების ზონა იყო, გამოცოცხლდა. ამის იმედი წლების განმავლობაში, თითქმის, დაკარგული იყო. ეს მთავრობის და ადგილობრივი ნიჭიერი, პატრიოტი ხალხის შრომის დამსახურებაა. იქ, სადაც სათხილამურო კურორტია, არ შეიძლება მოსახლეობა გაჭირვებაში ცხოვრობდეს. სიღარიბე ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავივიწყოთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ უახლოეს მომავალში გომარდულში დაიწყება გაზიფიკაციის პროცესი და ორ-სამ წელიწადში ამ ადგილზე, მინიმუმ, ასი კოტეჯი და ასი სასტუმრო აშენდება.

გომარდულში უკვე მოწყობილია 1200 მეტრიანი სათხილამურო გზა. მომავალში კი, სახელმწიფო აქ საკურორტო ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო განვითარებას, სათხილამურო ტრასის  გაფართოებასა და საბაგირო გზის გაკეთებას გეგმავს.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)