რელიზები
25.12.2011
საქართველოს პრეზიდენტმა სრულიად საქართველს კათალიკოს პატრიარქს აღსაყდრებიდან 34 წელი მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 34 წელი მიულოცა. სამების საკათედრო ტაძარში პრეზიდენტს უწმინდესი და უნეტარესი პირადად მიეგება და მას ახალი ხატი „საქართველოს იმედი“ დაათვალიერებინა, რომელიც შემოწირულობების საშუალებით შეიქმნა.
მიხეილ სააკაშვილი სამების საკათედრო ტაძარში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.
სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრების 34 წლისთავისადმი მიძღვნილ წირვას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.