Google+

რელიზები

23.12.2011
საქართველოს პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი დღეს პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკის პირველი  პრეზიდენტის, 1989 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ ერთ-ერთი ლიდერის ვაცლავ ჰაველის დაკრძალვის ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრო. ჩეხეთის პირველ პრეზიდენტთან გამოსამშვიდობებლად პრაღის მთავარ, წმინდა ვიტოს კათედრალში, მსოფლიო ლიდერები შეიკრიბნენ. დამსწრეთა შორის იყვნენ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მეუღლესთან ბილ კლინტონთან ერთად, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, ინგლისის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი, გერმანიის პრეზიდენტი კრისტიან ვულფი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და სხვები. სამგლოვიარო ცერემონიალი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვაცლავ კლაუსისა და მედლენ ოლბრაიტის გამოსამშვიდობებელი მიმართვით დასრულდა.

მიხეილ სააკაშვილისა და ვაცლავ ჰაველის ბოლო შეხვედრა რამდენიმე თვის წინათ პრაღაში გაიმართა. მიხეილ სააკაშვილმა  საქართველოს ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისა და მსოფლიო ასპარეზზე თანადგომისთვის,  ვაცლავ ჰაველი  წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით პირადად დააჯილდოვა.

დიდი ჩეხი პოლიტიკოსის გარდაცველების გამო მწუხარება პრეზიდენტმა ამ დღეებში არაერთხელ გამოთქვა და აღნიშნა, რომ მისი სახით საქართველომ დიდი მეგობარი, მსოფლიომ კი უდიდესი ლიდერი დაკარგა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)