Google+

რელიზები

23.11.2011
აღმაშენებლის გამზირზე მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას გაესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტმა აღმაშენებლის გამზირზე ფეხით გაისეირნა და ისტორიული უბნის გახსნის ცერემონიალზე შეკრებილ მოსახლეობას გაესაუბრა. მიხეილ სააკაშვილი მათი აზრით დაინტერესდა და რეაბილიტირებული შენობების შესახებ მათი შთაბეჭდილება გაიზიარა. ქვეყნის პირველმა პირმა მარჯანიშვილის მოედანზე მდებარე ტექნიკის სავაჭრო სახლიც დაათვალიერა, რომელიც, რეკონსტრუქციის ფარგლებში, კაპიტალურად შეკეთდა.

საქართველოს პრეზიდენტი დღესვე მეტროპოლიტენის მუშაობითაც დაინტერესდა და მარჯანიშვილის სადგურიდან რუსთაველის სადგურამდე თბილისელებთან ერთად იმგზავრა. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ეს საკმაოდ დიდ თანხასთან არის დაკავშირებული, თბილისში ახალი მეტროსადგურების მშენებლობა უნდა დაიწყოს.   

„ის, რაც აღმაშენებლის გამზირზე და ძველ თბილისში ხდება, უკვე თბილისის ყველა რაიონში უნდა განხორციელდეს. თბილისში არც ერთი არაპრივილეგირებული უბანი არ უნდა დარჩეს და ყველა რაიონი კომფორტული უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის. თბილისი ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქი უნდა გახდეს მთელ მსოფლიოში, როგორც სილამაზით, ისე საცხოვრებელი პირობებით“, - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა მოქალაქეებთან საუბრისას.

აღმაშენებლის გამზირზე დასრულდა ათობით შენობის რეკონსტრუქცია, გამწვანდა და კეთილმოეწყო გამზირზე მდებარე სკვერები, ქუჩის მთელ სიგრძეზე დამონტაჟდა ახალი, თანამედროვე გარეგანათების სისტემა, მიწისქვეშ გამოიცვალა საინჟინრო კომუნიკაციები, კეთილმოეწყო ტროტუარები და გაკეთდა გამწვანების ზოლი. სარეაბილიტაცვიო სამუშაოები ასევე, დასრულდა მარჯანიშვილის მოედანზეც, რომელიც თავისი არქიტექტურით ბუნებრივად ერწყმის დავით აღმაშენებლის განახლებულ გამზირს.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)