Google+

რელიზები

13.07.2011
საქართველოს პრეზიდენტი სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 12 მოციქულის დღეს და სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ტაძარში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და სვეტიცხოვლის ეზოში შეკრებილ მრევლსაც გაესაუბრა.  პრეზიდენტმა მათ დღესასწაული მიულოცა და აღუთქვა, რომ კომპლექსური  რეაბილიტაციის შემდეგ ქალაქი კიდევ უფრო გალამაზდება.  

„ძალიან ლამაზი გახდა მცხეთა. გუშინ გორგასლის კარიბჭე და უძველესი სამარხები აღმოაჩინეს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, ეს კომპლექსიც აღდგეს და ქალაქი კიდევ უფრო გალამაზდეს", - აღნიშნა პრეზიდენტმა მათთან საუბრისას.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)