Google+

რელიზები

23.06.2011
საქართველოს პრეზიდენტი ევროპის სახალხო პარტიის ყრილობას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის ყრილობას ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის პირადი მოწვევით დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში, რამდენიმე შეხვედრა გამართა. ყრილობის დაწყებამდე, იგი ვილფრედ მარნტენსს პირისპირ შეხვდა. საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა იყო. მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების საკითხები და საქართველოში მიმდინარე რეფორმებიც განიხილეს. შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოში განხორციელებული პოზიტიური რეფორმების გამოცდილების გაზიარება ევროკავშირის სამხრეთ მეზობლებისთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, მხარეებმა თანამშრომლობის  გაღრმავების თაობაზეც ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს, მიხეილ სააკაშვილმა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალურად მოიწვია.     

ყრილობის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა პირისპირ შეხვედრა, ასევე, პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, დონალდ ტუსკთან გამართა.  ლიდერებმა ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით, რომელიც ვარშავაში გაიმართება. შეხვედრისას, ასევე ყურადღება გაამახვილეს იმაზეც, რომ პოლონეთი, ევროკავშირის  თავმჯდომარეობის პერიოდში, აქტიურად დაუჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

ევროპის სახალხო პარტიის ყრილობა ყოველ წელს ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე იმართება, რომელზეც  ლიდერები სწორედ ამ სამიტისთვის პრიოიტეტულ საკითხებს განიხილავენ.

ევროპის საბჭოს, ევროპული კომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებთან  - ჰერმან ვან რომპუის, ჟოზე მანუელ ბაროზოს და ერჟი ბუზეკთან ერთად, ყრილობას ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნების ლიდერები, მთავრობათა წარმომადგენლები და ოპოზიციური ლიდერები ესწრებოდნენ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)