Google+

რელიზები

30.05.2011
დედოფლის წყაროში მომხდარ ფაქტზე მიხეილ სააკაშვილმა კომენტარი გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა დედოფლისწყაროში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა. მიხეილ სააკაშვილი იმ ექიმების სამაგალითო დასჯას ითხოვს, რომელთა მიზეზით სამი წლის ბავშვი გარდაიცვალა.

„დედოფლის წყაროში ერთ-ერთი მწყემის შვილს, პატარა ბავშვს გველმა უკბინა, მიიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა შვიდი საათის განმავლობაში არანაირი მკურნალობა არ ჩაუტარეს. მაშინ, როდესაც ბავშვს მხოლოდ შრატის გაკეთება სჭირდებოდა. როდესაც მიხვდნენ, რომ ბავშვი კვდებოდა, მისი თბილისში გადაყვანის პროცედურა დაიწყეს. ფაქტია, რომ ბავშვმა თბილისამდე ვერ ჩამოაღწია. ეს იმის გამო მოხდა, რომ ექიმებს ის უპატრონო ეგონათ და, ალბათ, ზედაც არ შეხედეს. ვიდრე მსგავსი რამ ხდება, სერიოზულად ლაპარაკი ძალზე რთულია. ეს ექიმები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ. დღეს ძალიან მკაცრი საუბარი მქონდა ჯანდაცვის მინისტრთან, რადგან არ ვაპირებ მოვითმინო ის, რომ მსგავსი შემთხვევები კიდევ ხდებოდეს საქართველოში. არ ვაპირებ შევეგუო იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში თუნდაც ერთი ბავშვი იყოს დაუცველი და მით უმეტეს, ვინმეს დაუდევრობისა და უყურადღებობის მსხვერპლი გახდეს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)