რელიზები
27.05.2011
საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს უსამძიმრებს
საქართველოს პრეზიდენტი მიხიელ სააკაშვილი მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის, უმცროსი სერჯანტის ლავროსი ივანიაძის დაღუპვის გამო, რომელიც პატრულირების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.
მიხეილ სააკაშვილი სამძიმარს უცხადებს ლავროსი ივანიაძის ოჯახს და თანაუგრძნობს მის თანამებრძოლებს, ახლობლებსა და ნათესავებს.
უმცროსი სერჟანტი ივანიაძე 33-ე ბატალიონის შემადგენლობაში, ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა.