Google+

რელიზები

24.05.2011
საქართველოს პრეზიდენტი ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. მიხეილ სააკაშვილმა ღრმა მწუხარება გამოთქვა მისურის შტატში გამანადგურებელი ტორნადოს შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელმაც ასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა და უამრავი უსახლკაროდ დატოვა.  

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, თანაგრძნობას უცხადებს ამერიკის ხელმძღვანელობას და ამერიკელ ხალხს და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს. 

„ჩვენი ფიქრები და ლოცვა მიმართულია მათკენ, ვისაც ეს უბედურება დაატყდა თავს", - აღნიშნულია წერილში.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)