Google+

რელიზები

05.02.2011
საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის კანცლერს შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. ლიდერებმა მეგობრულ და თბილ ატმოსფეროში 40 წუთზე მეტ ხანს ისაუბრეს. გერმანიის კანცლერმა კიდევ ერთხელ, უპირობოდ დაუჭირა მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. შეხვედრისას, მხარეებმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხები განიხილეს. ანგელა მერკელმა ქართულ მხარეს განუმარტა, რომ რუსეთთან დიალოგის დროს, მუდმივად აყენებს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების საკითხს.

ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში გერმანიის კანცლერი ასევე დაინტერესდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებით, მათ შორის, ტურიზმის განვითარებით.   

მხარეებმა ასევე გერმანია-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე გლობალური უსაფრთხოებისა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის საკითხები განიხილეს.    




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)