Google+

რელიზები

25.01.2011
საქართველოს პრეზიდენტმა მოსკოვში მომხდარი ტერორისტული აქტი დაგმო

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსკოვის, აეროპორტში „დომოდედოვო"  24 იანვარს მომხდარი ტერორისტული აქტი დაგმო. მომხდართან დაკავშირებით  პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა პირველი საინფორმაციო კავკასიური არხის პროექტის ფარგლებში „პრეზიდენტი პასუხობს ხალხის შეკითხვებს".  

„მოსკოვში დიდი ტრაგედია მოხდა. ტერორიზმს არანაირი გამართლება არ აქვს, კვდებიან უდანაშაულო ადამიანები. სხვათა შორის, დაიღუპნენ არა მხოლოდ რუსეთის მოქლაქეები. მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნის მოქალაქე დაიღუპება, რადგან ადამიანი ადამიანია და მისი სიცოხლე ხელშეუხებელია. ნებისმიერი ტერორიზმი არის ყველაზე უარესი რამ, რაც შეიძლება მოხდეს. ეს, რა თქმა უნდა, დასაგმობია და ადამიანურად, ეს ხალხი ძალიან მეცოდება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)