Google+

რელიზები

13.01.2011
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრებს მართავს

საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში რიჩარდ ჰოლბრუკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასასწრებად საგანგებოდ ჩავიდა. მიხეილ სააკაშვილმა დღეს პოლიტიკური წრეების ლიდერებთან დაიწყო შეხვედრები. ქვეყნის პირველი პირი კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ახლადარჩეულ თავმჯდომარეს ჯონ ბეინერს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს. ჯონ ბეინერმა ყურადღება ქართველი სამხედროების ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

მიხეილ სააკაშვილი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელთანაც ჯონ ბეინერმა შეხვედრა გამართა.

მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა სპეციალური განცხადება გაავრცელა.

"მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, მის აღმატებულებას მიხეილ სააკაშვილს და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ქალბატონ ილეანა როზ-ლეტინენს იმ ნაყოფიერი შეხვედრისათვის, რომელიც დღეს შედგა.

"ჩვენ შორის გაიმართა კონსტრუქციული დიალოგი იმის თაობაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველომ ურყევად შეინარჩუნოს თავისუფლება და დემოკრატია. როგორც ხალხმა, რომელმაც თავისი ახლო  მოკავშირეების დახმარებით, შეარყია „აბსოლუტური ტირანიის" უღელი, ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია თავის მორალურ მოვალეობად მიიჩნევს ხელი გაუწოდოს მათ, ვინც დემოკრატიული მართველობის დამკვიდრებისაკენ იღწვის.  

სწორედ ამიტომ, ჩვენ, ამერიკელი ხალხი, გავაგრძელებთ იმ ხალხებთან დგომას, რომლებიც იბრძვიან და დემოკრატიას უპირისპირებენ დესპოტურ ძალებს, დეგრადირებას უპირისპირებენ ღირსებას, თავისუფლებას კი - დამონებას.

ქართველ ხალხს კარგად ესმის, რომ თავისუფალი ადამიანების უფლებები არასოდეს იქნება მიჩნეული როგორც ვალდებულება და ისინი ყოველთვის იყვნენ ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი მეკავშირეები ტერორიზმთან და რადიკალურ ექსტრემიზმთან ბრძოლის კამპანიაში. ჩვენ მადლიერი ვართ იმისთვის, რომ საქართველოს  შეიარაღებულმა ძალებმა მონაწილეობა მიიღო ავღანეთსა და ერაყში და ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ  იმ ქართველთა გამო, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს სტაბილურობისა და უსაფრთხოების დამკვიდრებას და უარი თქვეს მზაკვრული ინტერესების განხორციელებაზე ამ ორივე ქვეყნის განსაკუთრებულ რეგიონებში. შეხვედრისას, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი სათუთი ღირებულებები, რომლებიც გულისხმობს პოლიტიკური კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის აუციებლობას და იმას, რომ ხალხმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს და შეუერთდეს საკუთარი მთავრობის პეტიციას", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში კონგრესის დემოკრატიის კომისიის სრულ შემადგენლობას, ასევე პალატის შეიარაღებული ძალებისა და საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა.

ამას გარდა, მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს მიერ გამართულ ცერმონიაზე სენატორი ჯოზეფ ლიბერმანი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)