Google+

რელიზები

07.01.2011
საქართველოს პრეზიდენტი შობას უშგულში შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შობას უშგულში შეხვდა. იგი საშობაო წირვა-ლოცვას ლამარიას სახელობის ეკლესიაში უშგულის მოსახლეობასთან ერთად დაესწრო. სადღესასწაულო ლიტურგია მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე ილარიონმა აღავლინა.

შობის ღამე პრეზიდენტმა უშგულში იმ 40 კომლთან ერთად გაატარა, რომლებიც საკუთარ სახლებს რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავადაც არ ტოვებენ. მიხეილ საკაშვილმა მათ და მთელ საქართველოს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ქვეყანას და მის მოსახლეობას ღვთის მფარველობა უსურვა.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)