Google+

რელიზები

20.11.2010
საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობასა და ეროვნული უშიშროების საბჭოში

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწედ, ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად, გიორგი ბოკერია დაინიშნა.

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დასანიშნად თანხმობის მისაღებად, საქართველოს პარლამენტს თემურ იაკობაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.

საქართველოს პრეზიდენტთან კონსულტაციის საფუძველზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, საქართველოს სახელმწიფო მინისტრად რეინტეგრაციის საკითხებში დაინიშნა ეკა ტყეშელაშვილი, რომელსაც ასევე დაეკისრა ვიცე პრემიერის მოვალეობის შესრულება.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)