რელიზები
15.10.2010
საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს პრეზიდენტის სასახლეში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი მიიღო. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო იმ სტრატეგიულ პროექტებს, რომლებიც საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამონაწილეობით ხორციელდება.
ამას გარდა, მიხეილ სააკაშვილმა და ელმარ მამედიაროვმა შეხვედრისას, რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს.