რელიზები
13.09.2010
საქართველოს პრეზიდენტი მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებულ ცოტნე ტაბიძეს ქუთაისში ესტუმრა
საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებულ ცოტნე ტაბიძეს ესტუმრა, რომელმაც ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაში ოქროს მედალი მოიპოვა. ოლიმპიადაში 90 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა-პრეზიდენტმა მას გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა.
"სხვა ქვეყნებს, განსაკუთრებით იმ ქვეყანას, რომელიც პრობლემებს გვიქმნის, ჩვენ მხოლოდ ინტელექტით, განათლებით, ცოდნით, გამჭრიახობით შეიძლება ვაჯობოთ. პატარა ქვეყანამ შეიძლება, ისეთი ინტელექტუალური პოტენციალი შექმნას, რომ ახლო ვერ მივიდეს ნებისმიერი სხვა. სწორედ ცოტნესნაირ ახალგაზრდებზე დგას ჩვენი მომავალი.
ადრე უამრავმა ნიჭიერმა ფიზიკოსმა და მათემატიკოსმა არ იცოდა ინგლისური, მაგრამ ადრე საინფორმაციო ენა იყო რუსული, ყველაფერი ითარგმნებოდა რუსულ ენაზე. დღეს ასე არ არის. უმაღლესის დიპლომი აღარ უნდა გაიცეს მათზე, ვინც ინგლისური არ იცის", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.