რელიზები
28.07.2010
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადება
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურს საჭიროდ მიაჩნია კომენტარი გააკეთოს ა.წ. 27 ივლისს ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრისას გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით.
პრესსამსახური იმედგაცრუებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის გამონათქვამი შეგნებულად იყო არასწორად ინტერპრეტირებული ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების მიერ. პრესსამსახური განმარტავს, რომ ქართულ იდიომატურ გამოთქმას არავითარი კავშირი არა აქვს არც რასასთან და არც რასებს შორის განსხვავებასთან.