Google+

რელიზები

25.06.2010
მიხეილ სააკაშვილმა მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შესახებ განცხადება გააკეთა

 საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შესახებ განცხადება გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ზურაბ პოლოლიკაშვილს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან მისი თქმით,  ეკონომიკური განვითარების სამინისტრო გარდაიქმნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდ და მას ვერა ქობალია უხელმძღვანელებს.
რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ტყეშელაშვილი გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა შეცვალა.
დავით ტყეშელაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა, მის მოადგილედ კი, - ჟურნალისტი ირმა ნადირაშვილი.
კულტურის სამინისტროს გამოეყოფა ახალგაზრდობისა და სპორტის დეპარტამენტი, ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდება და ამ უწყებას შიდა ქართლის რეგიონში პრეზიდენტის უკვე ყოფილი რწმუნებული ლადო ვარძელაშვილი უხელმძღვანელებს.
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას  თორნიკე გორდაძე დაიკავებს, რომელიც სამინისტროში ევროპულ მიმართულებას ჩაიბარებს. რაც შეეხება ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, თემურ ჯანაშიას, იგი სახელმწიფო დაცვის სამსახურს უხელმძღვანელებს.

 

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)