Google+

რელიზები

02.06.2010
მთავრობის კანცელარიაში მთავრობის გაფართოებულ სხდომა გაიმართა

მთავრობის კანცელარიაში მთავრობის გაფართოებული სხდომა გაიმართა,   რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი რეგიონების წარმომადგენლებთან და გიგი უგულავასთან ერთად ესწრებოდა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში ახალი არჩევნები სულ მცირე ორი წელი არ იქნება .  "ჩვენ არ ვართ არჩევნების და წინასაარჩევნო კამპანიის მთავრობა, ჩვენ ვართ ქვეყნის აღმშენებლობისა და განვითარების მთავრობა. უახლოესი არჩევნები არ იქნება სულ მცირე ორი წელი, თუ უფრო მეტი არა. ვნახოთ, როგორ ჩამოყალიბდება ეს კონსტიტუციით, ამაზეა დამოკიდებული'', - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, არჩევნების დასრულების შემდეგ, საქართველოს ინვესტორების ბევრად მეტი ნდობის მოპოვება შეუძლია.
"ჩვენ გვაქვს მრავალი თვე და მინიმუმ ერთი წელი მნიშვნელოვანი რეფორმებისთვის და იმის გაგრძელებისთვის, რაც აქამდე კეთდებოდა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოს სახელმწიფოს ფასიანი ქაღალდების ღირებულება არჩევნების შემდეგ გაცილებით გაიზარდა, რადგან ინვესტორებს ქვეყნის მიმართ ნდობა დაუბრუნდათ.
პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ყოველგვარი სცენარი აშლილობასა და არეულობაზე უკან დარჩა.
"ყოველგვარი სცენარი აშლილობისა და არეულობის, უკან დარჩა, თუმცა ამ ხალხმა უკვე იმდენჯერ თქვა ეს, რომ მათი აღარავის სჯერა", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ახლა ქვეყნას სტაბილურობისა და განვითარების პერიოდი აქვს.
"ახლა ჩვენ გვაქვს სიმშვიდის არა, მაგრამ სტაბილურობისა და განვითარების პერიოდი. სიმშვიდე არ იქნება, რადგან ჩვენ ჩქარა უნდა განვვითარდეთ"-აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 

საქართველოს პრეზიდენტნმა მთვარობას მობილიზებული მუშაობისკენ მოუწოდა.
"ჩვენს დაპირებებს ვასრულებთ. მთვარობას სჭირდება მობილიზებული მუშაობა. მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ უახლოესი 2 თვე შვებულება არავის გექნებათ. პარლამენტსაც მოუწევს მუშაობა. ჩვენი თხოვნით, ივლისის ბოლომდე. ამაზე მქონდა კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, პარლამენტმა ყველა აუცილებელი კანონი, მათ შორის საგადასახადო კოდექსში ცვლილებები და ეკონომიკური თავისუფლების აქტი, დროულად უნდა მიიღოს."ახლა არის მშენებლობის პერიოდი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)