Google+

რელიზები

28.05.2010
ქუთაისში განახლებული სტადიონი საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა

ქუთაისში განახლებული ცენტრალური სტადიონი დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. სარემონტო სამუშაოები უეფასა და ფიფას სტანდარტების მიხედვით 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. 15 ათას მაყურებელს სტადიონზე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართა. მან სტადიონზე შეკრებილებს არჩევნებში მმართველი პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

"საქართველო იყო ქვეყანა, რომელიც ყველას ჩამოწერილი ჰყავდა; საქართველო ითვლებოდა უიმედოდ კრიმინალიზირებულ ქვეყნად და ქურდების სამშობლოდ. საქართველო იყო არაეფექტიანობის ნიმუში, უშუქობის, უგზოობის, უიმედოობის სიმბოლო. ყოველივე ეს ყველამ ერთად შევაბრუნეთ. 2003 წელს ჩვენ ყველამ ერთად ვთქვით: კმარა, ასეთი რამ საქართველოში არასდროს აღარ განვითარდება. მინდა გითხრათ, რომ იმ დიდი ბრძოლის მიუხედავად, რომელიც წინ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტს ჯერ ვერ ვაკონტროლებთ, თუმცა ის არც დაკარგულია და არც წართმეული, ვიდრე აქ ბოლო ქართველი ცოცხლობს, საქართველოს ვერავინ ვერ დააქუცმაცებს. როგორც ბაგრატი აღდგება თავის ძველ სიდიადეში, ისე აღდგება ერთიანი და ძლიერი საქართველო. თქვენ იცით, რომ ორ დღეში არჩევნებია. პირველად მთელი ამ ხნის განმავლობაში მინდა მოგმართოთ არა უბრალოდ როგორც პრეზიდენტმა, არამედ როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, რომელმაც პრეზიდენტობის შემდეგ მთელი ცხოვრება ამ ქვეყანაში უნდა გაატაროს, რომელსაც ასევე შვილები ჰყავს გასაზრდელი ამ ქვეყანაში. ჩვენ ვიყავით მაფიის ქვეყანა, კორუფციის, დამპყრობლების სათარეშო და საჯიჯგნი ქვეყანა. ვიდრე პირში სული მიდგას, ვიდრე ის ორგანიზაცია, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ ძლიერია, ვიდრე ეს გუნდი ერთად დგას კორუფცია, კანონიერი ქურდები და რუსეთი ვერასდროს ვეღარ მოაჯდება თავზე საქართველოს. ჩვენ ვქმნით ახალ ქვეყანას, ჩვენ ვირჩევთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელიც უნდა იყოს ხალხთან ახლოს. თქვენი იმედი და მხარდაჭერა ყოველთვის მქონდა. მინდა, რომ თქვენც გქონდეთ ჩემი იმედი. მე გთხოვთ 30 მაისს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მხარი დაუჭიროთ საქართველოს გაერთიანებას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ ახლადგახსნილ სტადიონზე ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელები შეხვდნენ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)