Google+

რელიზები

28.05.2010
მახინჯაურში ახალი რკინიგზის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მახინჯაურში რკინიგზის ახალი პროექტის პრეზენტაციას  დაესწრო. პრეზიდენტმა ხალხს სიმბოლური ლიანდაგით ხელში მიმართა. გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ამ პროექტით ბათუმში მალე დამატებითი სამუშაო ადგილები გაჩნდება. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი მთავარი ამოცანა სიღარიბის აღმოფხვრა და მოსახლეობის ასპროცენტიანი დასაქმებაა.

"ჩემი პრინციპია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკეთესად ცხოვრობდეთ. თქვენ ამას იმსახურებთ. ბათუმი, უნდა ვაქციოთ არა მხოლოდ შავიზღვისპირეთის ყველაზე მაგარ ქალაქად, დღეს ეს ქალაქი უკვე ასეთია, არამედ რეალურად გახდეს დიდი და ძალიან კომფორტული ქალაქი, სადაც ხალხი იქნება 100 პროცენტით იქნება დასაქმებული. ეს შესაძლებელია, მაგრამ ამისათვის საჭიროა ყველა კომუნიკაცია გამართული იყოს. სწორედ ამიტომ გვჭირდება ეს რკინიგზა, ავტობანი... ივლისში ვიწყებთ შემოვლითი გზის მშენებლობას ბათუმისკენ. გზის ეს პროექტი არა მარტო დაასაქმებს ძალიან ბევრ ადამიანს, არამედ საშუალებას მოგვცემს, რკინიგზა სანაპირო ზოლს მოვაშოროთ, ცოტა ზემოთ, მთაში გადავიტანოთ და უამრავი ადგილი გამოვათავისუფლოთ ახალი კურორტებისთვის. ამით, ერთი მხრივ, ცენტრი განიტვირთება და, მეორე მხრივ, თბილისიდან ბათუმში ჩამოსვლა ძალზე გამარტივდება, რადგან ამ გზის გავლას მხოლოდ 2 საათი და 50 წუთი დასჭირდება. ეს საშუალებას მოგვცემს ცივილიზაციის დიდ ცვლაში ჩვენც ჩავეწეროთ. ამას გარდა, ეს იმის საშუალებას იძლევა, რომ ბევრად მეტმა ადამიანმა ჩადოს ფული. ბათუმი მართლაც მდიდარი ქალაქი გახდება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

ახალი პროექტით, სარკინიგზო ხაზი სანაპირო ზოლიდან მოშორებით გადავა და ის ბათუმს საშუალებას მისცემს რეგიონის ცენტრი გახდეს. გაიზრდება როგორც ტვირთბრუნვა, ისე მგზავრთა ნაკადი, რაც ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია. ახალი სარკინიგზო ხაზი საფრანგეთის რკინიგზასთან ერთად აშენდება და მის მშენებლობაზე 5 ათასი ადამიანი დასაქმდება.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)