Google+

რელიზები

26.05.2010
მიხეილ სააკაშვილმა რიყეზე ყვავილების საათი დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რიყეზე იმყოფებოდა, სადაც ყვავილების საათი დაათვალიერა. ყვავილების საათი ჰოლანდიელი დიზაინერის მარტინ ველტკამპის დიზაინით არის შექმნილი. საათი აწყობილია შვეიცარული მექანიზნით, სატელიტის მეშვეობით ხდება ყვავილების საათის მართვა. საათი სიმბოლურად, ევროკავშირისა და საქარველოს დროშების ფერი ყვავილებით არის  გაწყობილი.

პრეზიდენტმა რიყის განვითარების გეგმაზე ისაუბრა.
"ცოტა ხნის წინ აქ იყო უამრავი რესტორანი და უამრავი მანქანა, რაც იყო სიმახინჯე. ახლა კი, აქ არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი გაშენდება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა რიყეზე კულტურული ცენტრის შექმნაზე, სადაც საკონცერტო ან საგამოფენო დარბაზი განთავსდება.
გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, იგეგმება საბაგიროს მშენებლობა ნარიყალას მიმართულებით. 
"ამ ადგილს ვაქცევთ მსოფლიოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრად"," - აღნიშნა სააკაშვილმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)