Google+

რელიზები

25.05.2010
ბათუმში ლეხ და მარია კაჩინსკების სახელობის ქუჩა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა

ბათუმის ცენტრში ერთ-ერთ ქუჩას ლეხ და მარია კაჩინსკების სახელი ეწოდა. ქუჩისთვის პოლონეთის გარდაცვილი პრეზიდენტისა და მის მეუღლის სახელის დარქმევის გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ მიიღო. ქუჩა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.

ქუჩის გახსნას პოლონეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე კაჩინსკების ოჯახის ახლობლები დაესწრნენ.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მიმართ  პოლონეთის თანადგომა გაიხსენა. მისი თქმით, ეს ქუჩა ერთ -ერთი ყველაზე ლამაზი ქუჩა იქნება.

პოლონეთის მთავრობის წევრმა პოლონეთსა და საქართველოს შორის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის გარდაცვლილი დეპუტატი ვანო ხუხუნეიშვილი დააჯილდოვა,

ჯილდო მიხეილ სააკაშვილს გადაეცა.  

"2010 წელს კატინში დაღუპული ადამიანები უკვე ისტორიის კუთვნილება არიან. თუ ვინმეს გონია, რომ გმირები მხოლოდ წიგნებში არიან და მხოლოდ წარსულში შეიძლება იყვნენ,  ლეხ კაჩინსკის ურთიერთობა საქართველოსთან ადასტურებდა სრულიად საპირისპიროს. გმირები სჭირდება ყველა ეპოქას და ხალხს.

ლეხ კაჩინსკი იყო საქართველოს გვერდით მის ყველაზე რთულ მომენტებში. ის ჩამოვიდა საქართველოში მაშინ, როდესაც ვერავინ ვერ ბედავდა საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოსვლას.

მაშინ, როდესაც მას და მის გვერდით მყოფ ადამიანებს ემუქრებოდა ფიზიკური განადგურება, იმ ხალხის მიერ, რომელიც იმ წუთებში ბომბავდა და ანადგურებდა საქართველოს.

 ის ამ ვითარებაში დადგა საქართველოს გადასარჩენად. მთვრალი, აგრესიული ჯარისკაცები ისროდნენ ტყვიებს ყველა მიმართულებით.

ამ დროს მე მახსოვს წელგამართული და გაღიმებული პრეზიდენტი კაჩინსკი ამ ტყვიების გუგუნის შუაგულში. მაშინ ზოგიერთმა თქვა, რომ ეს ყველაფერი დადგმული იყო, აბა სხვანაირად რატომ იღიმოდა ეს კაციო?

ის იღიმოდა, რათა ყველას დაენახა, რომ პოლონეთის პრეზიდენტს, ამ გაუტეხელი ერის პრეზიდენტს არ ეშინია და თავს არ დახრის მტრის წინაშე.

ეს არის ჩვენი და პოლონეთის მთავარი მიზიდულობა ერთმანეთთან, ეს არის ის, რის გამოც პოლონელებს ასე კარგად ესმით ქართველების.

 ხალხი, რომელიც არ გატყდა, რომელსაც არ ეშინია, იბრძვის და იბროლებს ბოლომდე. რადგან ყველაზე მაღალი ფასეულობა ჩვენი ერების არის არა სიმდიდრე, არა ფუფუნება და არა სიცოცხლეც კი, არამედ თავისუფლება.

მე ვარ მადლობელი ყველა პოლონელის, პოლონეთის მთავრობის,

ყველა იმ ადამიანის, ვინც პოლონეთში გამოხატა სოლიდარობა საქართველოს მიმართ"-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)