Google+

რელიზები

18.05.2010
ყველა საჯარო დაწესებულებაში გულის ხელოვნური მასაჟის აპარატები დამონტაჟდება - შესაბამისი ინსტრუქციით პროგრამის მომზადება მიხეილ სააკაშვილმა ალექსანდრე კვიტაშვილს დაავალა

მიხეილ სააკაშვილი რუსთაველის თეატრში მომხდარი ტრაგედიის -მუხრან მაჭავარიანის გარდაცვალების გამომწვევი მიზეზებით დეტალურად დაინტერესდა. საქართველოს პრეზიდენის თქმით, ყველა საჯარო დაწესებულებაში და მასობრივი თავშეყრის ადგილებში უახლოეს მომავალში გულის ხელოვნური მასაჟის აპარატები დამონტაჟდება. შესაბამისი ინსტრუქციით პროგრამის მომზადება და განხორციელება მიხეილ სააკაშვილმა ალექსანდრე კვიტაშვილს დაავალა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ეს აპარატი მნიშვნელოვნად ამცირებს გულის დაავადებით დაღუპული ადამიანების რიცხვს.

”იაპონიაში ყველა საჯარო ადგილზე არის დეფიბრილიატორი- გულის ხელოვნური მასაჟის აპარატი. ყველაზე განვითარებულ ქვეყანაშიც კი, ყველგან მორიგეობდნენ ექიმები. ყველა საჯარო დაწესებულებაში დგას ეს აპარატი,ხალხმა დაახლოებით იცის მისი გამოყენება,რამდენიმე წამში შეიძლება ადამიანის გადარჩენა სანამ სასწრაფო მოვა.

ეს აპარატი რამდენიმე ასეული დოლარი ღირს. გავაკეთოთ პროგრამა, რის საფუძველზეც ყველა საჯარო დაწესებულებაში, თეატრში, სადგურებში, სასწავლო დაწესებულებებში იყოს ეს აპარატი. დარწმუნებული ვარ, ეს დაგვეხმარება სიკვდილიანობის შემცირებაში. უახლოეს კვირეებში პროგრამა უკვე უნდა არსებობდეს, ხოლო უახლოეს თვეებში პროგრამა უნდა განხორციელდეს." -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)