Google+

რელიზები

26.04.2010
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ძიუდოისტებს ევროპის ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა

მიხეილ სააკაშვილი ძიუდოისტთა გამარჯვების თემასაც შეეხო და სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები გუნდურ შეჯიბრში ევროპის ჩემპიონი გახდა და საუკეთესო გუნდის ტიტული მეოთხედ მოიპოვა.

"ჩვენმა გუნდმა ძალიან დიდი კონკურენციის პირობებში გაიმარჯვა. ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის ეს თემა პირადი ღირსების საკითხად იქცა. პირადად მე, ბევრად უფრო მშვიდად ვუყურებ ამ საკითხს, თუმცა ძალიან მიხარია, რომ ლიპარტიამ და წიკლაურმა სამივე ბრძოლა მოიგეს. ძალიან კარგად გამოვიდა კედელაშვილი და სხვები. იმას გარდა, რომ მსურს მივულოცო ჩვენს ძიუდისტებსა და სპორტის მოყვარულებს, მინდა ვთქვა, რომ ყოველივე ეს ციდან არ ჩამოვარდნილა. 2004 წელს მივიღე გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ასზე მეტი ტატამი შემოგვეტანა საქართველოში. ეს რიცხვი შემდგომში ბევრად გაიზარდა, რამდენიმე ათეული ძალიან კარგი დარბაზი გავაკეთეთ და ბევრიც ადგილზე გავარემონტეთ. მათ შორის, აშენდა სრულიად ახალი დიდი სპორტკომპლექსები. ჩვენს ძიუდოისტებს დაფინანსება და პრემიალური თანხაც გავუზარდეთ. თუკი ადრე ნასესხები ფულით უწევდათ მათ შეჯიბრებებზე გამგზავრება, ახლა საკმარისია მწვრთნელის მოთხოვნა საკვალიფიკაციო ტურნირზე, სპორტულ შეკრებებსა თუ შეჯიბრებებზე გასამგზავრებლად და სახელმწიფო ავტომატურად ურიცხავს თანხას. წლების განმავლობაში ჩადებული შრომა, საბოლოოდ შედეგს იძლევა. ჭიდაობის სხვა სახეობებთან შედარებით, ძიუდო ყველაზე მეტად განასახიერებს ქართველი ხალხის მებრძოლ სულს, ჩვენს სულისკვეთებას და გაუტეხელ ბუნებას. ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატზე ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა და ნათლად გამოჩნდა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)