Google+

რელიზები

13.04.2005
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განცხადება გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის სხდომაზე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ მომზადებული ახალი კანონპროექტის შესახებ ისაუბრა, რომელიც ლიცენზიების და ნებართვების გაცემის წესის გამარტივებასა და გაუქმებას ითვალისწინებს. პრეზიდენტის განცხადებით, ამ კანონპროექტით საქართველოში ბიზნესის წარმოება მნიშვნელოვნად გამარტივდება. ახალი კანონის მიხედვით, უქმდება ყველა ის ლიცენზია და შესაბამისი სამსახური, მათ შორის, "საქსტანდარტი", რომელიც სამეწარმეო საქმიანობის დაწყებას აჭიანურებს. "ჩვენ საქართველოში კიდევ ერთი რევოლუცია უნდა მოვახდინოთ, რომელიც ბიუროკრატიის წინააღმდეგ იქნება მიმართული", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა კომენტარი საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებითაც გააკეთა და აღნიშნა, რომ იგი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გიგი უგულავას მუშაობით ძალიან კმაყოფილია, რამაც მისი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა განაპირობა. რაც შეეხება საქართველოს ახალ ელჩს რუსეთის ფედერაციაში - ირაკლი ჩუბინიშვილს, პრეზიდენტის თქმით, მას რუსეთთან გართულებული ურთიერთობების დარეგულირება მოუწევს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)