Google+

რელიზები

18.04.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბორჯომის პარკის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გახსნის ღონისძიებას დაესწრო

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბორჯომს ესტუმრა და ცენტრალური პარკის განახლების სამუშაოების დაწყების ოფიციალური ცერემონია გახსნა. მან განაცხადა, რომ მის რეკონსტრუქციას პირად კონტროლზე აიყვანს და ზაფხულის დასაწყისისათვის დამსვენებლები ევროპული სტანდარტების შესაბამისი პარკით ისარგებლებენ. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. მან ასევე აღნიშნა, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ, პარკის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლები ბუნებრივი გაზითა და სასმელი წყალით იქნებიან უზრუნველყოფილი.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ხელისუფლება ამ კურორტის პოპულარიზაციაზე სერიოზულად იზრუნებს, რისთვისაც პრეზიდენტის ფონდიდან 10 მილიონი ლარი დაიხარჯება. ქვეყნის პირველი პირი იმასაც გეგმავს, რომ აგვისტოდან ოქტომბრამდე ბორჯომში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 50 ათასი მოსწავლე ჩაიყვანოს და უფასოდ დაასვენოს.

დღესვე მიხეილ სააკაშვილი "ბორჯომის" მე-2 ქარხანასაც ეწვია. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ამ მინერალური წყლის წარმოებისა და ექსპორტის მაჩვენებლები საბჭოთა დროინდელ მაჩვენებელს გადააჭარბებს.

ქვეყნის პრეზიდენტმა ბორჯომში ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაქორწინებულ 365 წყვილს 100-100 ლარი, ხოლო დამსახურებულ პედაგოგებს 50-50 ლარი გადასცა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)