რელიზები
22.04.2005
სუუამ-ის სამიტზე ორი დოკუმენტი მიიღეს
სუუამ-ის სამიტზე ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს "სუუამ-ის წევრი ქვეყნების სტაბილურობას და დემოკრატიულ განვითარებას", რომელსაც კიშინეუს კომუნიკე ითვალისწინებს. ასევე ხელი მოეწრა ქარტიას, რომელსაც ეწოდება "დემოკრატია კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე". სუუამ-ის სამიტის მონაწილეები ბელორუსში შექმნილ ვითარებას აკრიტიკებდნენ და გამოსავალს მხოლოდ დემოკრატიულ ცლილებებში ხედავენ. კიშინეუში უკრაისის ინიციატივაც განიხილეს, რომელიც სუუამ-ის წევრი ქვეყნების სამხედრო თანამშრომლობას ითვალისწინებს. კონფლიქტის მოგვარების პროცესში შესაძლოა სუუამ-ის ერთობლვი სამხედრო ძალებიც ჩაერთოს.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური