Google+

რელიზები

11.05.2005
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დასაკომპლექტებლად ღია კონკურსი გამოცხადდა

ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დასაკომპლექტებლად, ღია კონკურსი გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ეს განკარგულება პრესას პრეზიდენტის პრესსპიკერმა გელა ჩარკვიანმა გააცნო. მისი თქმით, კონკურსის ჩატარების ორგანიზებული უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება სპეციალური მიმღები სამდივნო, რომლის მუშაობასაც კოორდინირებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიგი უგულავა გაუწევს. განცხადების მიღება 24 მაისამდე გაგრძელდება, თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდება ერთ ვაკანსიაზე არანაკლებ ორი კანდიდატის წარდგენა, კონკურსი იმ ვადით გაგრძელდება, რომლის განმავლობაშიც ერთ ვაკანსიაზე ორი კანდიდატის წარდგენა მოხდება. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედითუნარიან მოქალაქეს 25 წლის ასაკადან, რომელიც აკმაყოფილებს განკარგულებას "საჯარო სამსახურის შესახებ".

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს უპარტიო, უმაღლესი განათლების პირი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ენას თავისუფლად ფლობს, საზოგადოებაში დადებითი რეპუტაციით სარგებლობს, აქვს არანაკლე 3 წლის შრომითი გამოცდილება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)